https://sputnik-georgia.com/20240612/azimuti-moskovidan-qutaisshi-prenebs-iwyebs-288372774.html
„აზიმუტი" მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
„აზიმუტი" მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია რეისებს 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შეასრულებს. 12.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-12T11:00+0400
2024-06-12T11:00+0400
2024-06-12T11:00+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277699262_0:0:3367:1895_1920x0_80_0_0_4ee47711c4cea25a3882511ddc6a2bc4.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი" მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების შესრულებას 2024 წლის 2 ივლისიდან დაიწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში რეისები მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. „აზიმუტი" 2023 წლიდან ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით: თბილისში - „ვნუკოვოდან", სოჭიდან, უფადან და სანკტ-პეტერბურგიდან, ბათუმში - „ვნუკოვოდან".მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277699262_636:0:3367:2048_1920x0_80_0_0_fe1a43e23258cfc98dacc0d383d2442d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
„აზიმუტი" მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
ავიაკომპანია რეისებს 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შეასრულებს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი" მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების შესრულებას 2024 წლის 2 ივლისიდან დაიწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში რეისები მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
„ფრენების განრიგის მიხედვით, მოსკოვის „ვნუკოვოს" აეროპორტიდან გაფრენა განხორციელდება ადგილობრივი დროით 07:10 საათზე, ჩაფრენა ქუთაისში - 11:45 საათზე. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდება ადგილობრივი დროით 12:45 საათზე და მოსკოვში ჩაფრინდება 15:25 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
„აზიმუტი" 2023 წლიდან ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით: თბილისში - „ვნუკოვოდან", სოჭიდან, უფადან და სანკტ-პეტერბურგიდან, ბათუმში - „ვნუკოვოდან".
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.