19 წლის ბიჭმა 13 წლის გოგოს გაშიშვლება აიძულა და ინტიმური ვიდეოები მის ოჯახს გადაუგზავნა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.
2024 წლის მაისში ბიჭმა არასრულწლოვნის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილები გადაუგზავნა. გარდა ამისა, მან დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.
დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაზარალებულის დედის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.
ბრალდებული სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0