ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე
შსს-ს შენობა კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
ზუკა ბერძენიშვილი პარტია „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ბერძენშვილის შვილია.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ჯგუფური ძალადობის" მუხლით დაიწყო.
ზუკა ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან რამდენიმე უცნობი პირი სამშაბათს, დილასდაესხა თავს. დაზარალებულის თქმით, მომხდარის გამო მას ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერმა განაცხადა, ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადების შემდეგ მოხდა - პოლიტიკოსმა დაასახელა აქტივისტების გვარები, რომლებიც პარლამენტის დეპუტატების წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხყოფის კამპანიაში მონაწილეობენ.
კერძოდ, სპიკერმა ბერძენიშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების გამოყენებით დეპუტატებს ურეკავდა და ემუქრებოდა.
ზუკა ბერძენიშვილი პარტია „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ბერძენშვილის შვილია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს უცხო სატელეფონო ნომრებიდან ურეკავდნენ უცნობი ადამიანები და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, კანონის მოწინააღმდეგეებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც დააინიცირეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, და მოუწოდეს მათთან დარეკვისა და შეურაცხყოფის მიყენებისკენ.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „ფაშისტური ბულინგის", რომელიც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების გამო წამოიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0