საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანას მასშტაბური კვლევები ხორციელდება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanშავი ზღვის სანაპირო
შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
რაპანა, რომელზეც მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა, შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და გამრავლდა.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზღვაო სივრცეში შავი ზღვის რაპანას პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით მასშტაბური კვლევა გრძელდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს ამ პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვთ. რაპანაზე მოთხოვნა მაღალია და მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.
შავი ზღვის რაპანას მასშტაბურიკვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინაროებს.
„ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მისი საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ეტაპობრივად ტარდება. ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე მოხდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ კვლევებში გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რაპანას კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.
აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქართველოში რაპანას რესურსების მარაგების შეფასებას და სარეწაო პერსპექტივების განსაზღვრას.
ყველა ახალი ამბავი
0