საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“ მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად ჯამში 88 ათასზე ღერზე მეტი არადეკლარირებული სიგარეტი (მათ შორის ელექტრო სიგარეტი) აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0