მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები

© National Food Agencyძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა მეცხოველეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,6%-ით შემცირდა და 905,2 მლნ სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე 7,6%-ით ნაკლებია.
პირველ კვარტალში ღორის რაოდენობა 155,4 ათასი სული შეადგინა, რაც 2,6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, შეინიშნება ფრინველის რაოდენობის შემცირება 16,8%-ით. ქვეყანაში 2024 წლის პირველ კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 7,7 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2024 წლის პირველ კვარტალში ხორცის წარმოებამ 18,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3,3%-ით მეტია.
რძის წარმოება 6,2%-ით გაიზარდა და 112,3 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 0,9%-ით შემცირდა (168,3 მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
2024 წლის იანვარ-მარტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 7,1 ათასი სული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63,8%-ით ნაკლებია. ამავე დროს იმპორტი გაიზარდა და 7,5 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 2,1 მლნ ფრთა (-38,2%) შეადგინა, იმპორტმა - 1,8 მლნ ფრთა (-23,1%).
ღორის იმპორტი 23,3%-ით გაიზარდა და 34,9 ათას სულს გაუტოლდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0