ივანიშვილმა Christieʼs აუქციონზე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი შეიძინა

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი უნიკალურ ხელნაწერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი 1 მლნ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, იუწყება ტელეკომაპნია „იმედი".
ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზეა შესრულებული. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერაა გადაწერილი 979 წელს და მისი ფასი 1 მლნ – 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგი იყო. ხელნაწერები ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციიდანაა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ივანიშვილი უნიკალურ ხელნაწერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
წარმოდგენილი წიგნი ქრისტიანული პალესტინის არამეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოსულა. დასავლური არამეული დიალექტი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში, შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში.
„დასავლურ-არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში V-XIII საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე", - ნათქვამია ლოტის აღწერაში.
პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ (გარდაიცვალა 987 წელს). იგი დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.
ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნეში სინას მთაზე ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის შემკვრელი იყო. მისი ხელით დაწერილი, ხელმოწერილი, დათარიღებული და აკინძული წიგნი მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან შემორჩენილი ამ სახის ყველაზე ადრეული ნიმუშია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ივანიშვილმა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადასცა გამოჩენილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც მან ლონდონის აუქციონზე შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0