ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი გაყიდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2024
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონები 16 და 28 მაისსაც გამართა და108,7 მლნ დოლარი გაყიდა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,8635 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გაიტანა.
„აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ, საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის.
„იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონები 16 და 28 მაისსაც გამართა და108,7 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის კურსმა დოლართან მიმართებით კლება მაისის მეორე ნახევარში დაიწყო და 11 ივნისისთვის ვარდნამ 6,5% შეადგინა. ლარის კურსი დოლარის მიმართ სამშაბათს 2,849 GEL/$1-ია.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0