https://sputnik-georgia.com/20240611/deputati-lgbt-propagandis-akrzalvaze-288364406.html
„ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი": დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
„ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი": დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
Sputnik საქართველო
ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვანების დაცვას ლგბტ-პროპაგანდისგან, აცხადებენ მმართველ პარტიაში 11.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-11T18:11+0400
2024-06-11T18:11+0400
2024-06-11T18:11+0400
საქართველო
ლგბტ-თემის პრობლემები
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233227_0:42:1280:762_1920x0_80_0_0_0436c2a2f4801f13a5679068f2642a0d.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მმართველი გუნდი შორს არის მორალის პოლიციის შექმნისგან, თუმცა, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება საქართველოში ეგზისტენციალური საკითხია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მორალის პოლიციას არ შექმნის.„ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან და ამის გარანტია იქნება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ოდიშარიამ.ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვნების დაცვას პროპაგანდისა და იმ პოლიტიკისგან, რომელიც რიგ ქვეყნებში ძალზე თვალსაჩინოა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233227_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_e1a41bf38987577db5b035b382a90992.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ლგბტ-თემის პრობლემები , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
„ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი": დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვანების დაცვას ლგბტ-პროპაგანდისგან, აცხადებენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მმართველი გუნდი შორს არის მორალის პოლიციის შექმნისგან, თუმცა, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება საქართველოში ეგზისტენციალური საკითხია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„ოპოზიცია, რომელიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ პროპაგანდასთან. ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ ჩვენ წინ აღვუდგებით ამას", - განაცხადა ოდიშარიამ.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მორალის პოლიციას არ შექმნის.
„ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან და ამის გარანტია იქნება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვნების დაცვას პროპაგანდისა და იმ პოლიტიკისგან, რომელიც რიგ ქვეყნებში ძალზე თვალსაჩინოა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„ოპოზიცია რადიკალურად არ ეთანხმება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტს. გაბედავენ თუ არა ეს ღიად განაცხადონ, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიმანიშნებელი იქნება, რომელი პოლიტიკური პარტია რა იდეოლოგიის მატარებელია“, - აღნიშნა წილოსანმა.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.