https://sputnik-georgia.com/20240611/deputati-evropis-sazogadoebam-uari-tkva-omze-288367528.html
დეპუტატი: ევროპის საზოგადოებამ უარი თქვა ომზე
დეპუტატი: ევროპის საზოგადოებამ უარი თქვა ომზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ევროპის ხალხებმა თავიანთ მთავრობებს მოუწოდეს, იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე. 11.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-11T20:49+0400
2024-06-11T20:49+0400
2024-06-11T20:49+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_0:0:959:540_1920x0_80_0_0_61581be76d101f10de5f3146c234e6c7.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიუხედავად კონფიგურაციისა, რომელიც შეიქმნება ევროპარლამენტში, ევროპულმა საზოგადოებამ უკვე გამოაცხადა თავისი არჩევანის შესახებ და უარი თქვა ომსა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.პოლიტიკოსის თქმით, ევროპის ხალხებმა თავიანთ მთავრობებს მოუწოდეს, იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე.„ევროპის ხალხებმა გადაწყვიტეს, რომ ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებმა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და არა სხვა ქვეყნის ინტერესები ან თუნდაც რომელიმე გაერთიანება. აი, ამიტომაც მათ უარი თქვეს და აირჩიეს მშვიდობა", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/10/286355817_94:0:947:640_1920x0_80_0_0_1c9750f56ba1e9f0279b2cc2f3533924.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დეპუტატი: ევროპის საზოგადოებამ უარი თქვა ომზე
პოლიტიკოსის თქმით, ევროპის ხალხებმა თავიანთ მთავრობებს მოუწოდეს, იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიუხედავად კონფიგურაციისა, რომელიც შეიქმნება ევროპარლამენტში, ევროპულმა საზოგადოებამ უკვე გამოაცხადა თავისი არჩევანის შესახებ და უარი თქვა ომსა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ევროპულმა საზოგადოებამ 10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა. მან უარი უთხრა ფსევდოლიბერალიზმს და აირჩია სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან და არა სხვა ქვეყნის ან თუნდაც გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარეობს. დამოუკიდებლად იმისა, როგორი იქნება ევროპარლამენტში კონფიგურაცია, ევროპულმა საზოგადოებამ საკუთარი განაცხადი უკვე გააკეთა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროპის ხალხებმა თავიანთ მთავრობებს მოუწოდეს, იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე.
„ევროპის ხალხებმა გადაწყვიტეს, რომ ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებმა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და არა სხვა ქვეყნის ინტერესები ან თუნდაც რომელიმე გაერთიანება. აი, ამიტომაც მათ უარი თქვეს და აირჩიეს მშვიდობა", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.