https://sputnik-georgia.com/20240611/deputati-evroparlamentshi-zalta-gadanawileba-sheizleba-sheicvalos-288365423.html
დეპუტატი: ევროპარლამენტში ძალთა გადანაწილება შეიძლება შეიცვალოს
დეპუტატი: ევროპარლამენტში ძალთა გადანაწილება შეიძლება შეიცვალოს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს 11.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-11T19:00+0400
2024-06-11T19:00+0400
2024-06-11T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272175927_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_2f9862c8915d969376f2154aff665276.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენში ძალების გადანაწილების კუთხით შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს არჩევნებში მემარჯვენე ძალების მნიშვნელოვანი წარმატების გათვალისწინებით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოწორიშვილმა.ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საყურადღებო მოვლენები ვითარდება თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. „ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272175927_0:92:1600:1292_1920x0_80_0_0_d15db9f086fbf0602e7134fc8619a39d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: ევროპარლამენტში ძალთა გადანაწილება შეიძლება შეიცვალოს
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენში ძალების გადანაწილების კუთხით შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს არჩევნებში მემარჯვენე ძალების მნიშვნელოვანი წარმატების გათვალისწინებით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოწორიშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„საყურადღებოა, რომ მემარჯვენე ძალებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც, ლიბერალურ ძალებთან მიმართებაში და, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს ძალთა გადანაწილებაში ევროპარლამენტში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საყურადღებო მოვლენები ვითარდება თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებმა უკვე გარკვეულწილად სათქმელი თქვა და გამოიწვია მთელი რიგი მოვლენები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.