https://sputnik-georgia.com/20240611/alt-inhpo-archevnebsh-monawileobas-miigebs-288363946.html
პარტია „ალტ-ინფო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
პარტია „ალტ-ინფო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
Sputnik საქართველო
„ალტ-ინფო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის მეშვეობით მიიღებს 11.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-11T14:18+0400
2024-06-11T14:18+0400
2024-06-11T14:18+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167494_0:52:1284:774_1920x0_80_0_0_715c006bcfc3e47f02be12cdd2094229.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, რომელსაც ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით გეგმავს, განაცხადა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ.„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რეგისტრაცია 8 აპრილის გაუუქმდა - პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.მოგვიანებით „ალტ-ინფოს" პარტია „ქართულმა იდეამ“ შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით. თუმცა ცესკომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე.არჩევნებზე დარეგისტირებისთვის საპარლამენტო პარტიებს ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდებათ.„ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის ფუნდამენტური შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები მიდის სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის „დიდ ეროვნული ერთობაზე“ შეთანხმება მოხდეს. მახარაძემ ამას უპრეცედენტო ნაბიჯი უწოდა.„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში და მარტო ჩვენ არა", - განაცხადა მახარაძემ.პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის ბოლოს „ალტ-ინფოს“ ინტერნეტ პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. რაც შეეხება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა პარლამენტში ადგილები ვერ დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287167494_151:0:1284:850_1920x0_80_0_0_25b2c83c9c9ec05729204b279f74ef6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარტია „ალტ-ინფო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
„ალტ-ინფო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის მეშვეობით მიიღებს
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, რომელსაც ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით გეგმავს, განაცხადა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რეგისტრაცია 8 აპრილის გაუუქმდა - პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.
მოგვიანებით „ალტ-ინფოს" პარტია „ქართულმა იდეამ“ შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით. თუმცა ცესკომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე.
„ერთადერთი შანსი, როგორ შეგვეძლო ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში, იყო პარტია, რომლის გაუქმებაც მათ არ შეუძლიათ. ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრა და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ახლაც არის საპარლამენტო პარტია", - განაცხადა მახარაძემ.
არჩევნებზე დარეგისტირებისთვის საპარლამენტო პარტიებს ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდებათ.
„ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის ფუნდამენტური შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები მიდის სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის „დიდ ეროვნული ერთობაზე“ შეთანხმება მოხდეს. მახარაძემ ამას უპრეცედენტო ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში და მარტო ჩვენ არა", - განაცხადა მახარაძემ.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის ბოლოს „ალტ-ინფოს“ ინტერნეტ პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. რაც შეეხება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა პარლამენტში ადგილები ვერ დაიკავა.