ზაფხულის ფესტივალი ბათუმში - რა ელოდებათ ღონისძიების სტუმრებს

© photo: Sputnikანბანის კოშკი
ანბანის კოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2024
გამოწერა
ზაფხულის პერიოდში აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15-16 ივნისს ორდღიანი ტრადიციული ფესტივალით გაიხსნება, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
წელს ფესტივალი „ანბანის კოშკთან" ჩატარდება და მასზე დასწრება უფასო იქნება.
„ანბანის კოშკი" მოიცავს ტურისტულ საინფორმაციო ზონას, რესტორანს პანორამული ხედებით და ღია ტერასით. ორიგინალური შენობის სიმაღლე 130 მეტრია. კოშკის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, პროექტზე მუშაობდა ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო.
როგორც ფესტივალის ჩატარების ადგილი, ისე სლოგანი „ზაფხული იწყება აქ" ორგანიზატორებმა უცვლელი დატოვეს.
ფესტივალი 18:00 საათზე დრამ- შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტუმირებული მსვლელობით გაიხსნება.
გარდა მუსიკალური პროგრამისა, რომელსაც წარმოადგენენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები და ანსამბლები, ბავშვებისთვის ორგანიზატორებმა მოამზადეს თეატრალური წარმოდგენები, ილუზიონისტების შოუ, მასტერკლასები.
ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ჩიტების შოუ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0