იმერეთში სტიქიამ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2024
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა 10 ივნისსაც შენარჩუნდება.
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სტიქიამ დააზარალა საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები. რამდენიმე სოფელში თითქმის სრულად არის განადგურებული სახნავ-სათესი სავარგულები, ხეხილი და ვენახები. გარდა ამისა, სტიქიამ ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსაც.
მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც მოსავლის 80% განადგურდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
„დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ქარმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც“, – განაცხადა შალამბერიძემ.
რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები შეისწავლიან.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა 10 ივნისსაც შენარჩუნდება - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მდინარეებში წყლის დონის მატება და ქარის გაძლიერება.
ყველა ახალი ამბავი
0