https://sputnik-georgia.com/20240610/sasicocxlod-mnishvnelovania-deputati-lgbti-propagandis-akrzalvaze-288348011.html
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე... 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T15:54+0400
2024-06-10T15:54+0400
2024-06-10T15:54+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105845_0:117:1133:754_1920x0_80_0_0_fa6c3f887138e19db3c9bff734434b5c.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ქვეყანაში ძირშივე აღმოიფხვრას ის პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტი - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი. ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება. მისი თქმით, ყოველივე ეს მოხდა არა ერთ და ორ წელიწადში, არამედ ეს ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში.„შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოვკვეთოთ იქიდან გამომდინარე, რომ ამის საფრთხე საქართველოში არასდროს დადგეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.მმართველი გუნდის ინიციატივას კრიტიკულად უდგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტია „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, არის გარკვეული მუხლები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციურ ნორმებს, მათ შორის ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებებს.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105845_0:0:1005:754_1920x0_80_0_0_aee890f9aaeed8538f0179822aa506f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: დეპუტატი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ქვეყანაში ძირშივე აღმოიფხვრას ის პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტი - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი. ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„ეს კანონპროექტი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თქვენ თუ დააკვირდებით რა ხდება დასავლეთის რიგ ქვეყნებში, როდესაც უკვე დღეს, ფაქტობრივად, სკოლებსა და ბაღებში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ისინი კონკრეტული სქესით არ იბადებიან და მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი სქესის წარმომადგენლები არიან", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ყოველივე ეს მოხდა არა ერთ და ორ წელიწადში, არამედ ეს ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში.
„შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ეს პრობლემა ძირშივე მოვკვეთოთ იქიდან გამომდინარე, რომ ამის საფრთხე საქართველოში არასდროს დადგეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მმართველი გუნდის ინიციატივას კრიტიკულად უდგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტია „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, არის გარკვეული მუხლები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციურ ნორმებს, მათ შორის ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებებს.
„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არაფერი არ აქვს საერთო ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან... მათ ბავშვთა ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ. ეს არის მიმართული მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზე და არაფერი აქვს საერთო ბავშვთა უფლებების დაცვაზე, არის არაკონსტიტუციური", - განაცხადა დეპუტატმა.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.