https://sputnik-georgia.com/20240610/saqartveloshi-evroparlamentis-archevnebi0-sheapases-288344287.html
საქართველოში ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასეს
საქართველოში ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასეს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T12:00+0400
2024-06-10T12:00+0400
2024-06-10T12:37+0400
საქართველო
პოლიტიკა
ევროკომისია
ევროპარლამენტი
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდასაპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილიმ.ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.მისი თქმით, ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება, იქნება მეტი პოლემიკა, დაპირისპირება და პოზიციების შეჯახება.ევროპაში ცვლილებების მასშტაბი მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა, დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა, ევროკომისია, ევროპარლამენტი, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველოში ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასეს
12:00 10.06.2024 (განახლებულია: 12:37 10.06.2024) ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდასაპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილიმ.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.
„უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები მოდიან უფრო დიდი დოზით ევროპარლამენტში. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდა საპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება, იქნება მეტი პოლემიკა, დაპირისპირება და პოზიციების შეჯახება.
„ალბათ, უფრო მეტად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამ ბრძოლის დროს მოვძებნოთ ისეთი ელემენტები, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უფრო რეალურად შეაფასებენ საქართველოში მიმდინარე ვითარებას და ევროპარლამენტში პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება ერთ პოლიტიკურ ნარატივს დაქვემდებარებული", - განაცადა დეპუტატმა.
ევროპაში ცვლილებების მასშტაბი მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა, დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.
„ევროპარლამენტის განახლებული და უფრო მემარჯვენე შემადგენლობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება იქნება!.. სიცოცხლის ნიშნებს იძლევა", - დაწერა შაქარიშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.