საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2024
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფებხურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ორი ქვეყნის გუნდის შეხვედრა „პოდგორიცას" სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 24 წუთის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჟორჟ მიქაუტაძემ დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგემ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა, ტაიმის დასასრულს, 84-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გატანილმა გოლმა მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0