https://sputnik-georgia.com/20240610/rodis-ashendeba-tbilisis-shemovliti-gza-288351626.html
როდის აშენდება თბილისის შემოვლითი გზა?
როდის აშენდება თბილისის შემოვლითი გზა?
Sputnik საქართველო
რკინიგზის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე, მასზე 230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, მმართველი პარტიის... 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T21:00+0400
2024-06-10T21:00+0400
2024-06-10T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445784_0:21:1280:741_1920x0_80_0_0_74ab8beec2b95034eb44298022153471.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის რეალიზება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იგი ეკონომიკურად გამართლებული იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე.თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.მედიაპლატფორმა BMG-ის ინფორმაციით, რკინიგზის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე, მასზე 230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, მმართველი პარტიის შეფასებით, პროექტი ეფექტური არ აღმოჩნდა, რის გამოც მისი მშენებლობა შეჩერდა, მოგვიანებით კი, მის საფუძველზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის დაპროექტების იდეა გაჩნდა.თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია. იგი მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445784_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4822d83acfcefaf10a7222fbadfd6579.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
როდის აშენდება თბილისის შემოვლითი გზა?
რკინიგზის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე, მასზე 230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, მმართველი პარტიის შეფასებით, პროექტი ეფექტური არ აღმოჩნდა, რის გამოც მისი მშენებლობა შეჩერდა
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის რეალიზება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იგი ეკონომიკურად გამართლებული იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.
„რაც შეეხება შემოვლითი რკინიგზის და გზის მშენებლობას, ეს ძალიან ძვირი პროექტია, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარზეა საუბარი. ამიტომაც ჩვენ მის დაწყებას არ ვფიქრობთ მომდევნო წელს და, ალბათ, არც 2026 წელს. თუმცა, საბოლოო ჯამში, უნდა გაკეთდეს ამ პროექტის ეკონომიკური შეფასება და, თუ მისაღები იქნება, მერე უნდა დაიგეგმოს, როდის შეიძლება ამ გზის დაწყება”, - განაცხადა კაკაურიძემ.
მედიაპლატფორმა BMG-ის ინფორმაციით, რკინიგზის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე, მასზე 230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, მმართველი პარტიის შეფასებით, პროექტი ეფექტური არ აღმოჩნდა, რის გამოც მისი მშენებლობა შეჩერდა, მოგვიანებით კი, მის საფუძველზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის დაპროექტების იდეა გაჩნდა.
თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია. იგი მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.