https://sputnik-georgia.com/20240610/peterbutgis-ekonomikuri-porumi-dasrulda-288351438.html
„იზოლაციაზე საუბარიც არ არის“: როგორ ჩაიარა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა
„იზოლაციაზე საუბარიც არ არის“: როგორ ჩაიარა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა
Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომლის მთავარი თემა იყო „მრავალპოლარობის საფუძველი – ზრდის ახალი ცენტრების ფორმირება“, 21,8 ათასი ადამიანი... 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T20:15+0400
2024-06-10T20:15+0400
2024-06-10T20:15+0400
რუსეთი
ეკონომიკა
პოლიტიკა
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288350374_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_605e4f6820c5caad62f527025a014e78.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მიუხედავად, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს რეკორდული რაოდენობის მონაწილე დაესწრო, მათ შორის, სახელმწიფო ლიდერები და უცხოელი მაღალჩინოსნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები, რეგიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა ჩინეთიდან (192 მონაწილე), არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (105), ზიმბაბვედან (86), ყაზახეთიდან (84), ინდოეთიდან (80) და ომანიდან (75).წელს ეკონომიკური ფორუმის სტუმარი ქვეყნის საპატიო სტატუსი ომანის სასულთნოს ეკუთვნოდა. ქვეყანამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გამოკვლევის ლოზუნგით: მრეწველობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, მეცნიერება და ტექნოლოგია, ლოჯისტიკა და სურსათის უსაფრთხოება. ომანის შთამბეჭდავი დელეგაციის წევრებმა - ბიზნესმენებმა, დიპლომატებმა, ოფიციალურმა პირებმა - დაადასტურეს სურვილი „ითანამშრომლონ რუსულ საწარმოებთან და მეტი ტურისტი იხილონ თავიანთ ქვეყანაში". ფორუმის ბიზნეს-პროგრამის ფარგლებში ინდუსტრიულ და თემატურ პლატფორმებზე 380-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა - სპიკერების, ექსპერტებისა და სესიების მოდერატორების რანგში 1 ათასზე მეტი ადამიანი წარდგა. ღონისძიებაზე განიხილეს ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები, ტურიზმის, ტექნოლოგიების, საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების დამოუკიდებელი სისტემის მშენებლობის, პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და ა.შ.ფორუმის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო თანამშრომლობამ. გაიმართა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა რუსულ-აფრიკული კონფერენცია „წყალი ოქროზე ძვირფასია“, სესია ЕАЭС – АСЕАН, საქმიანი დიალოგი აზერბაიჯანის, ბრაზილიის, ვენესუელას, ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ომანის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. გაერთიანების დაგეგმილ გაფართოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრიქსის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ცალკე დისკუსიები დაეთმო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ბიზნეს-პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში.ფორუმის მთავარი მოვლენა იყო პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბოლივიის პრეზიდენტი ლუის ალბერტო არსე კატაკორა და ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ დამბუძო მნანგაგვა.ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელთაც მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს, აღნიშნა რუსეთის ეკონომიკის მიღწევები და ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული პრობლემები, ასევე ისაუბრა გეოპოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე, შეეხო ბრიქსის ფარგლებში თანამშრომლობის თემებს.ფორუმის ფარგლებში გაფორმდა 1.073 შეთანხმება - 6,492 ტრილიონი რუბლის, ანუ თითქმის 73 მილიარდი დოლარის ღირებულების (გარდა შეთანხმებებისა, რომელთა ღირებულებაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს). ყველაზე მეტი შეთანხმება დაიდო ისეთ სექტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (251), მრეწველობა და მშენებლობა (241), ასევე ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები (106).„როსკონგრესის" ფონდში (ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი) ხაზგასმით აღნიშნეს რუსული და უცხოური მედიის მხრიდან ფორუმისადმი უპრეცედენტო ინტერესი: ღონისძიებებს 34 ქვეყნიდან 4,2 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288350374_23:0:2754:2048_1920x0_80_0_0_f16799ba9fdbe0ceed3bdf36bc122ab5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, პოლიტიკა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, პოლიტიკა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ახალი ამბები
„იზოლაციაზე საუბარიც არ არის“: როგორ ჩაიარა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომლის მთავარი თემა იყო „მრავალპოლარობის საფუძველი – ზრდის ახალი ცენტრების ფორმირება“, 21,8 ათასი ადამიანი ესწრებოდა
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მიუხედავად, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს რეკორდული რაოდენობის მონაწილე დაესწრო, მათ შორის, სახელმწიფო ლიდერები და უცხოელი მაღალჩინოსნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები, რეგიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.
ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა ჩინეთიდან (192 მონაწილე), არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (105), ზიმბაბვედან (86), ყაზახეთიდან (84), ინდოეთიდან (80) და ომანიდან (75).
წელს ეკონომიკური ფორუმის სტუმარი ქვეყნის საპატიო სტატუსი ომანის სასულთნოს ეკუთვნოდა. ქვეყანამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გამოკვლევის ლოზუნგით: მრეწველობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, მეცნიერება და ტექნოლოგია, ლოჯისტიკა და სურსათის უსაფრთხოება. ომანის შთამბეჭდავი დელეგაციის წევრებმა - ბიზნესმენებმა, დიპლომატებმა, ოფიციალურმა პირებმა - დაადასტურეს სურვილი „ითანამშრომლონ რუსულ საწარმოებთან და მეტი ტურისტი იხილონ თავიანთ ქვეყანაში".
ფორუმის ბიზნეს-პროგრამის ფარგლებში ინდუსტრიულ და თემატურ პლატფორმებზე 380-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა - სპიკერების, ექსპერტებისა და სესიების მოდერატორების რანგში 1 ათასზე მეტი ადამიანი წარდგა. ღონისძიებაზე განიხილეს ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები, ტურიზმის, ტექნოლოგიების, საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების დამოუკიდებელი სისტემის მშენებლობის, პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და ა.შ.
ფორუმის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო თანამშრომლობამ. გაიმართა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა რუსულ-აფრიკული კონფერენცია „წყალი ოქროზე ძვირფასია“, სესია ЕАЭС – АСЕАН, საქმიანი დიალოგი აზერბაიჯანის, ბრაზილიის, ვენესუელას, ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, ომანის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. გაერთიანების დაგეგმილ გაფართოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრიქსის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ცალკე დისკუსიები დაეთმო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ბიზნეს-პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში.
ფორუმის მთავარი მოვლენა იყო პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბოლივიის პრეზიდენტი ლუის ალბერტო არსე კატაკორა და ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ დამბუძო მნანგაგვა.
ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელთაც მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს, აღნიშნა რუსეთის ეკონომიკის მიღწევები და ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული პრობლემები, ასევე ისაუბრა გეოპოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე, შეეხო ბრიქსის ფარგლებში თანამშრომლობის თემებს.
ფორუმის ფარგლებში გაფორმდა 1.073 შეთანხმება - 6,492 ტრილიონი რუბლის, ანუ თითქმის 73 მილიარდი დოლარის ღირებულების (გარდა შეთანხმებებისა, რომელთა ღირებულებაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს). ყველაზე მეტი შეთანხმება დაიდო ისეთ სექტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (251), მრეწველობა და მშენებლობა (241), ასევე ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები (106).
„როსკონგრესის" ფონდში (ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი) ხაზგასმით აღნიშნეს რუსული და უცხოური მედიის მხრიდან ფორუმისადმი უპრეცედენტო ინტერესი: ღონისძიებებს 34 ქვეყნიდან 4,2 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.