https://sputnik-georgia.com/20240610/papuashvili-qartvelebi-avganetshi-tkviebis-qvesh-midiodnen-288350522.html
სპიკერი: ქართველები ავღანეთში ტყვიის ქვეშ მიდიოდნენ, სხვები კი ცხვირს არ ყოფდნენ შტაბიდან
სპიკერი: ქართველები ავღანეთში ტყვიის ქვეშ მიდიოდნენ, სხვები კი ცხვირს არ ყოფდნენ შტაბიდან
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა აშშ-მ 10.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-10T19:47+0400
2024-06-10T19:47+0400
2024-06-10T19:47+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252082412_0:28:1500:872_1920x0_80_0_0_7240ef3dc82a6776d0b779d904e0ee71.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ავღანეთში ქართველები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ტყვიების ქვეშ მიდიოდნენ და ამით აჩვენეს თავიანთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მიმართ, მაშინ როცა ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა ცხვირს არ ყოფდა შტაბ-ბინიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები 26 მაისის აღლუმში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.ტელეკომპანია Formula-ს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ მათ თხოვნაზე, თუ რატომ იქნა ამოღებული ამერიკული კომპონენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმიდან, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობა სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა „აშშ-ის შესახებ ცრუ ნარატივების" გავრცელების გამო, რომელიც 29 აპრილს გამართულ აქციაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მეგობრობასა და პარტნიორობას უყურებს ისე, როგორც ქართველი ხალხი.„სხვა როგორ უყურებს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ, ჩვენებურად ვუდგებით ამ საკითხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნოს, ხელისუფლება მხოლოდ მოხარული იქნება და პოლიტიკოსების განცხადებები არ უნდა გახდეს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი.29 აპრილს თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაპირებების მიუხედავად არც საქართველო და არც უკრაინა ამ დრომდე ალიანსში არ მიიღეს და „ორპირ ქარში დააყენეს". მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს გავლენა როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.მაისის შუა რიცხვებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე, რომელიც თბილისში იმყოფებოდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252082412_150:0:1350:900_1920x0_80_0_0_500b54abf11c746148bb4e88d2024195.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
სპიკერი: ქართველები ავღანეთში ტყვიის ქვეშ მიდიოდნენ, სხვები კი ცხვირს არ ყოფდნენ შტაბიდან
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა აშშ-მ
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ავღანეთში ქართველები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ტყვიების ქვეშ მიდიოდნენ და ამით აჩვენეს თავიანთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მიმართ, მაშინ როცა ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა ცხვირს არ ყოფდა შტაბ-ბინიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები 26 მაისის აღლუმში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
ტელეკომპანია Formula-ს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ მათ თხოვნაზე, თუ რატომ იქნა ამოღებული ამერიკული კომპონენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმიდან, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობა სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა „აშშ-ის შესახებ ცრუ ნარატივების" გავრცელების გამო, რომელიც 29 აპრილს გამართულ აქციაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.
„ჩვენს დამოკიდებულებას ვაჩვენებთ სხვანაირად, მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატოს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მეგობრობასა და პარტნიორობას უყურებს ისე, როგორც ქართველი ხალხი.
„სხვა როგორ უყურებს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ, ჩვენებურად ვუდგებით ამ საკითხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხთან ერთად აღნიშნოს, ხელისუფლება მხოლოდ მოხარული იქნება და პოლიტიკოსების განცხადებები არ უნდა გახდეს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი.
„თუ ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
29 აპრილს თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაპირებების მიუხედავად არც საქართველო და არც უკრაინა ამ დრომდე ალიანსში არ მიიღეს და „ორპირ ქარში დააყენეს". მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს გავლენა როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.
მაისის შუა რიცხვებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე, რომელიც თბილისში იმყოფებოდა.