ბასილაშვილი ლიონში საპრიზო 120 ათასი ევროსთვის იბრძოლებს

© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2024
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი დღეს ATP-ის რეიტინგში 504-ე ადგილს იკავებს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონში Challenger Tour-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდი 120 ათას ევროს შეადგენს.
Challenger Tour 10-დან 16 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
ბასილაშვილმა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა, სამ სეტში პორტუგალიელი დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:1, შემდეგ კი ესპანელ ტაბერნერს სძლია - 6:3, 6:4.
ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადეში, ჯერჯერობით უცნობია. ქართველი ჩოგბურთელი დღეს ATP-ის რეიტინგში 504-ე ადგილს იკავებს.
2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 869-ე პოზიციას იკავებს.
2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0