ვაკეში ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტოავარია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტობუსს შეეჯახა. დაშავებულებს შორის არიან სამი მგზავრი და მსუბუქი ავტომობილის და ავტობუსის მძღოლები.
დაშავებულები „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0