https://sputnik-georgia.com/20240609/stadionis-mshenebloba-tbilisshi-specialurma-komisiam-gegma-ganixila-288337225.html
ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში: სპეციალურმა კომისიამ გეგმა განიხილა
ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში: სპეციალურმა კომისიამ გეგმა განიხილა
Sputnik საქართველო
ახალი სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ლოკაციად ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დასახელდა 09.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-09T11:54+0400
2024-06-09T11:54+0400
2024-06-09T11:54+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:196:2668:1697_1920x0_80_0_0_a001fea0a6bce53b138bb10578a27bf3.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის ახალი სტადიონის პოტენციური ადგილი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთოს, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.ფეხბურთის და რაგბის მატჩების გასამართად 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი.კომისიის სხდომაზე, სტადიონის მშენებლობის ადგილის გარდა, განიხილეს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხებიც.კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტის მრავალ სახეობაში ქვეყნის ბოლოდროინდელი მიღწევების ფონზე, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.კომისიის წევრებმა იმსჯელეს სტადიონის ადაპტაციის შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.ახალი სტადიონი იქნება „ბრიტანული სტილის“, ანუ მაყურებელთა ადგილებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკების გარეშე. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:141:2294:1862_1920x0_80_0_0_c25c8271e94b0e2672574c25352bdee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში: სპეციალურმა კომისიამ გეგმა განიხილა
ახალი სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ლოკაციად ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დასახელდა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის ახალი სტადიონის პოტენციური ადგილი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთოს, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ფეხბურთის და რაგბის მატჩების გასამართად 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი.
კომისიის სხდომაზე, სტადიონის მშენებლობის ადგილის გარდა, განიხილეს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხებიც.
კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტის მრავალ სახეობაში ქვეყნის ბოლოდროინდელი მიღწევების ფონზე, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ახალი სტადიონი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას განაცხადი გააკეთოს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის და სხვა უმაღლესი დონის ტურნირების მასპინძლობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს სტადიონის ადაპტაციის შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.
ახალი სტადიონი იქნება „ბრიტანული სტილის“, ანუ მაყურებელთა ადგილებსა და მოედანს შორის სარბენი ბილიკების გარეშე. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება.