https://sputnik-georgia.com/20240609/shinameurneobebis-95-procentze-mets-internetze-wvdoma-aqvs-288340005.html
საქართველოში შინამეურნეობების 95%-ზე მეტს ინტერნეტზე წვდომა აქვს
საქართველოში შინამეურნეობების 95%-ზე მეტს ინტერნეტზე წვდომა აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. 09.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-09T17:51+0400
2024-06-09T17:51+0400
2024-06-09T17:51+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_7346f32ec808a738d8adc4f1a6017f1a.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა აქვს შინამეურნეობების 95%-ზე მეტს.ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარაში და შეადგინა 137%. აჭარას მოსდევს თბილისი - 136%, შემდეგ სამცხე-ჯავახეთი - 98%, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 85-85%.რაც შეეხება შიდა ქართლს, ინტერნეტით ისარგებლა შინამეურნეობების 72%-მა, კახეთსა და იმერეთში - 66-66%, მაშინ როცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთი აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 60%, გურიაში 58%, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19%.2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3.385 სოფელია, საიდანაც აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომია 2.541 სოფელში, რაც 2022 წელთან შედარებით 31-ით მეტია.საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23711/69/237116931_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_01443e109bc89dcad28d55263c118f9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში შინამეურნეობების 95%-ზე მეტს ინტერნეტზე წვდომა აქვს
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა აქვს შინამეურნეობების 95%-ზე მეტს.
ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა აჭარაში და შეადგინა 137%. აჭარას მოსდევს თბილისი - 136%, შემდეგ სამცხე-ჯავახეთი - 98%, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი - 85-85%.
რაც შეეხება შიდა ქართლს, ინტერნეტით ისარგებლა შინამეურნეობების 72%-მა, კახეთსა და იმერეთში - 66-66%, მაშინ როცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთი აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 60%, გურიაში 58%, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19%.
2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3.385 სოფელია, საიდანაც აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომია 2.541 სოფელში, რაც 2022 წელთან შედარებით 31-ით მეტია.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.