https://sputnik-georgia.com/20240609/ruset-ukrainis-konfliqti-288335590.html
მოსაზრება: ყველაზე „ცხელი“ უბანი „სევერი“
მოსაზრება: ყველაზე „ცხელი“ უბანი „სევერი“
Sputnik საქართველო
რუსეთის ჯარები, მძიმე ბრძოლებით, შეტევას აგრძელებენ რამდენიმე მიმართულებით. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ხარკოვის ოლქში. მოწინააღმდეგისათვის კრიტიკული... 09.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-09T08:17+0400
2024-06-09T08:17+0400
2024-06-09T08:17+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288263151_0:192:2959:1856_1920x0_80_0_0_ad88a0d64ad519e3540c015377378f38.jpg
რუსეთის ჯარები, მძიმე ბრძოლებით, შეტევას აგრძელებენ რამდენიმე მიმართულებით. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ხარკოვის ოლქში. მოწინააღმდეგისათვის კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი ჩასოვი აირთან და უგლედარსკის მიმართულებით.დაჯგუფება „სევერის“ ქვედანაყოფები ხარკოვის მიმართულებით, უკანასკნელი დრე-ღამის განმავლობაში საგრძნობლად წაიწია წინ. ამასთან, ბრძოლების შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირა ექვსი უკრაინული ბრიგადის ცოცხალი ძალები და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა.გრძელდება ბრძოლები ვოლჩანსკშიც, სადაც კიევმა კარგად მომზადებული სპეცდანაყოფები გადაისროლა. რუსული მოიერიშე რაზმები იცავენ ვოლჩანსკის სააგრეგატო ქარხნის ტერიტორიას და მის შემოგარენს, აგრეთვე საცხოვრებელ უბანს ქალაქის ჩრდილოეთით. მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს შედეგი არ მოაქვს. ვოლჩანსკში (პრაქტიკულად, ალყაში მყოფი) ბანდერეველების დაჯგუფებების საბრძოლო მასალებით მომარაგება ვერ ხერხდება, ვინაიდან რუსული ქვედანაყოფები მუდმივად ახორციელებენ დარტყმებს ტრანსპორტსა და საინჟინრო ტექნიკაზე...უგლედარსკის მიმართულებაზე აღმართულია რუსული დროშა, გრძელდება ბრძოლები კონსტანტინოვკაში... რუსულმა ჯარებმა საგრძნობლად წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინულ ჯარს საქმე ცუდად აქვს ასევე დონბასში - კურახოვსკის და პოკროვსკის მიმართულებებზე.რუსულმა არტილერიამ დარტყმების სერია განახორციელა უკრაინული არმიის ობიექტებზე ხარკოვის, ხმელნოცკის, ოდესის და ვინიცის ოლქებში. .. რუსული მხარე, პრაქტიკულად, ყოველ ღამე იყენებს კომბინირებულ დარტყმებს ზეზუსტი იარაღით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, დრონების, 1500 კგ კალიბრის მართვადი ბომბების ჩათვლით.აშშ-ში უკვე საფუძვლიანად გადახედეს უკრაინელების მიერ ყირიმის აღების ვადებს (განიხილება ვარიანტები, როგორ გახადონ ნახევარკუნძული საცხოვრებლად გამოუსადეგი). გამოცემა The Washington Post აღნიშნავს: „მოსკოვი სტაბილურად აღწევს წარმატებებს... რუსეთი, თუ მოვლენებს ობიექტურად შევხედავთ, ბრძოლის ველზე იმარჯვებს“. მოცემულ სიტუაციაში დასავლეთის სამხედრო დახმარება იქცევა ურკაინის ფიზიკური განადგურების ინსტრუმენტად. უკრაინული არმიის დანაკარგები თვეში შეადგენს 50 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს, ხოლო აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები აპირებენ კვლავაც მიაწოდონ კიევს იარაღი, სანამ უკრაინას ბოლომდე არ ამოეწურება სამობილიზაციო რეზერვები, ქალებისა და ლტოლვილების ჩათვლით. ობიექტურად - დასავლური იარაღი უკრაინული არმიის მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.როგორც ცნობილია, აშშ-მ და ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ კიევს „დართეს ნება“, გამოეყენებია დასავლური იარაღი რუსეთის სიღრმეში განთავსებულ ობიექტებზე დასარტყმელად...გლობალური სამხედრო კონფლიქტები საკუთარი წესებით ვითარდება, იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს კონგრესი, ან რა გეგმები აქვს თეთრ სახლს. მითუმეტეს, რომ არანაირი გეგმები და სტრატეგია არ არის, თუ ასეთად „კიდევ ერთ მარადიულ ომს“ არ ჩავთვლით. ამერიკული ჟურნალის Foreign Policy მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად მუშაობს უკრაინული არმიის შესაძლებლობების ზრდაზე, რომელიცასეულობით მილიონი დაჯდება. ხოლო მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი 2025 წელს უკრაინელების კონტრშეტევას წინასწარმეტყველებს. მიზანია- რუსეთის დასუსტება, იმ რუსეთის, რომლის სამხედრო პოტენციალს შეუძლია აშშ და ნატო სამჯერ გაანადგუროს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288263151_115:0:2846:2048_1920x0_80_0_0_0ae7402fb4c5611a7e8789e6ad9c072f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის ჯარები, მძიმე ბრძოლებით, შეტევას აგრძელებენ რამდენიმე მიმართულებით. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ხარკოვის ოლქში. მოწინააღმდეგისათვის კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი ჩასოვი აირთან და უგლედარსკის მიმართულებით.
დაჯგუფება „სევერის“ ქვედანაყოფები ხარკოვის მიმართულებით, უკანასკნელი დრე-ღამის განმავლობაში საგრძნობლად წაიწია წინ. ამასთან, ბრძოლების შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირა ექვსი უკრაინული ბრიგადის ცოცხალი ძალები და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა.
გრძელდება ბრძოლები ვოლჩანსკშიც, სადაც კიევმა კარგად მომზადებული სპეცდანაყოფები გადაისროლა. რუსული მოიერიშე რაზმები იცავენ ვოლჩანსკის სააგრეგატო ქარხნის ტერიტორიას და მის შემოგარენს, აგრეთვე საცხოვრებელ უბანს ქალაქის ჩრდილოეთით. მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს შედეგი არ მოაქვს. ვოლჩანსკში (პრაქტიკულად, ალყაში მყოფი) ბანდერეველების დაჯგუფებების საბრძოლო მასალებით მომარაგება ვერ ხერხდება, ვინაიდან რუსული ქვედანაყოფები მუდმივად ახორციელებენ დარტყმებს ტრანსპორტსა და საინჟინრო ტექნიკაზე...
უგლედარსკის მიმართულებაზე აღმართულია რუსული დროშა, გრძელდება ბრძოლები კონსტანტინოვკაში... რუსულმა ჯარებმა საგრძნობლად წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინულ ჯარს საქმე ცუდად აქვს ასევე დონბასში - კურახოვსკის და პოკროვსკის მიმართულებებზე.
რუსულმა არტილერიამ დარტყმების სერია განახორციელა უკრაინული არმიის ობიექტებზე ხარკოვის, ხმელნოცკის, ოდესის და ვინიცის ოლქებში. .. რუსული მხარე, პრაქტიკულად, ყოველ ღამე იყენებს კომბინირებულ დარტყმებს ზეზუსტი იარაღით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, დრონების, 1500 კგ კალიბრის მართვადი ბომბების ჩათვლით.
აშშ-ში უკვე საფუძვლიანად გადახედეს უკრაინელების მიერ ყირიმის აღების ვადებს (განიხილება ვარიანტები, როგორ გახადონ ნახევარკუნძული საცხოვრებლად გამოუსადეგი). გამოცემა The Washington Post აღნიშნავს: „მოსკოვი სტაბილურად აღწევს წარმატებებს... რუსეთი, თუ მოვლენებს ობიექტურად შევხედავთ, ბრძოლის ველზე იმარჯვებს“.
მოცემულ სიტუაციაში დასავლეთის სამხედრო დახმარება იქცევა ურკაინის ფიზიკური განადგურების ინსტრუმენტად. უკრაინული არმიის დანაკარგები თვეში შეადგენს 50 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს, ხოლო აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები აპირებენ კვლავაც მიაწოდონ კიევს იარაღი, სანამ უკრაინას ბოლომდე არ ამოეწურება სამობილიზაციო რეზერვები, ქალებისა და ლტოლვილების ჩათვლით. ობიექტურად - დასავლური იარაღი უკრაინული არმიის მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.
როგორც ცნობილია, აშშ-მ და ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ კიევს „დართეს ნება“, გამოეყენებია დასავლური იარაღი რუსეთის სიღრმეში განთავსებულ ობიექტებზე დასარტყმელად...
გლობალური სამხედრო კონფლიქტები საკუთარი წესებით ვითარდება, იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს კონგრესი, ან რა გეგმები აქვს თეთრ სახლს. მითუმეტეს, რომ არანაირი გეგმები და სტრატეგია არ არის, თუ ასეთად „კიდევ ერთ მარადიულ ომს“ არ ჩავთვლით.
ამერიკული ჟურნალის Foreign Policy მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად მუშაობს უკრაინული არმიის შესაძლებლობების ზრდაზე, რომელიცასეულობით მილიონი დაჯდება. ხოლო მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი 2025 წელს უკრაინელების კონტრშეტევას წინასწარმეტყველებს. მიზანია- რუსეთის დასუსტება, იმ რუსეთის, რომლის სამხედრო პოტენციალს შეუძლია აშშ და ნატო სამჯერ გაანადგუროს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე