ქართველი სპეციალისტები სომხეთს რკინიგზის აღდგენაში ეხმარებიან

© photo : South Caucasus Railwayსომხეთში რკინიგზის დანგრეული მონაკვეთი
სომხეთში რკინიგზის დანგრეული მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
აღდგენით სამუშაოებში ჩართულია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ 300-მდე სპეციალისტი და „საქართველოს რკინიგზის“ 11 თანამშრომელი
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. რკინიგზელები რუსეთიდან და საქართველოდან ეხმარებიან კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ (SCR) სომხეთში, ლორეს ოლქში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში, განუცხადა Sputnik-სომხეთს კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რუბენ გრძელიანმა.
„რუსეთის რკინიგზის“ (RZD) ხელმძღვანელობის დავალებით SCR-ის განკარგულებაში გაიგზავნა სხვადასხვა პროფილის 35 სპეციალისტი - ლიანდაგის ინჟინრები, გეოდეზისტები და მემანქანე-ტექნიკოსები.
ისინი ჩართულნი არიან ინფრასტრუქტურის ყველაზე პრობლემურ დანგრეულ უბნებზე და აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.
„ქართველმა რკინიგზელებმა ასევე მოგვაწოდეს მოძრავი შემადგენლობა და სპეციალისტები აღდგენითი სამუშაოებისთვის“, - თქვა გრძელიიანმა.
კერძოდ, ეს არის 30 ვაგონი, საიდანაც 15 არის ჰოპერ-დოზატორი, 15 დუმპკარი და თბომავალი, ასევე 10 მექანიკოსი მოძრავ შემადგენლობაზე სამუშაოდ.
„7 ივნისის მდგომარეობით, რვა დაზიანებული მონაკვეთიდან სამზე აღდგენილია შეზღუდული მოძრაობა, სხვა მონაკვეთებზე მიმდინარეობს აქტიური სათხრელი სამუშაოები, მიმდინარეობს ჩამორეცხილი სარკინიგზო თხრილების აღდგენა, ეწყობა ახალი ლიანდაგები, კავშირგაბმულობის და ელექტრომომარაგების სისტემებო“, - განაცხადა SCR-ის პრესმდივანმა.
ამჟამად, SCR-ის 300-მდე თანამშრომლის გარდა, აღდგენით სამუშაოებში ჩართულია 35 სპეციალისტი რუსეთის რკინიგზის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა უწყებისა და კომპანიიდან და ასევე „საქართველოს რკინიგზის“ 10 თანამშრომელი.
ყველა ახალი ამბავი
0