https://sputnik-georgia.com/20240608/kacs-romelmac-sezruduli-sesazleblobebis-mqone-meurle-mokla-18-wliani-patimroba-miesaja-288325542.html
კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
შემთხვევა გასული წლის ნოემბერში, დაბა ურეკში მოხდა. 08.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-08T13:39+0400
2024-06-08T13:39+0400
2024-06-08T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.შემთხვევა 2023 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.უწყების ცნობით, პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემთხვევა გასული წლის ნოემბერში, დაბა ურეკში მოხდა.
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 2023 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
უწყების ცნობით, პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.