ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მცირდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerდოლარები და ლარები
დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2024
გამოწერა
2023 წელს რეზერვები 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის იანვარ-მაისში 409,6 მლნ ლარით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2024 წლის 31 მაისისთვის 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
მაისში რეზერვები 214,3 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება ეროვნული ბანკის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება. გარდა ამისა, მაისში მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონებზე 107 მლნ დოლარი გაყიდა.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წელს რეზერვები 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 885,8 მლნ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 459,8 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,8 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 538,9 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0