https://sputnik-georgia.com/20240607/saqartvelo-evro-2024-ze-xelovnurma-inteleqtma-nakrebis-gamarjvebis-sansebi-gamotvala-288316987.html
საქართველო ევრო-2024-ზე: ხელოვნურმა ინტელექტმა ნაკრების გამარჯვების შანსები გამოთვალა
საქართველო ევრო-2024-ზე: ხელოვნურმა ინტელექტმა ნაკრების გამარჯვების შანსები გამოთვალა
Sputnik საქართველო
საქართველოს ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ალბანეთს, ნათქვამია პროგნოზში 07.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-07T17:56+0400
2024-06-07T17:56+0400
2024-06-07T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/18/270737378_0:176:1872:1229_1920x0_80_0_0_ef57822b84d46786e9d4a9c880505e9c.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევრო-2024-ის მონაწილეთა შანსები ტურნირის მოგებაზე გამოთვალა - საქართველო საჩემპიონო რბოლის აუტსაიდერია.ხელოვნური ინტელექტის გათვლებით, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შანსები 0,1%-ს შეადგენს. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დასახელდა ინგლისის ნაკრები – 19,9 პროცენტი, ბევრით არ ჩამორჩება ინგლისს საფრანგეთის ნაკრები – 19,1%.ავტორებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების რიგებში ყოფნაზე, რაც ჯგუფიდან გასვლის შანსებზე დადებითად აისახება.გამარჯვების პრეტენდენტებად ასევე ითვლებიან ტურნირის მასპინძელი ქვეყანა გერმანია (12,4%), ესპანეთი (9,6%) და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია (9,2%)დანარჩენ გუნდებს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონატის მოგების მწირი შანსები დაუტოვა. რაც შეეხება F ჯგუფში საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეებს, თურქეთს 1,5% აქვს, ჩეხეთს კი 0,7%.ბოლო გუნდი-დებიუტანტი ევროზე, რომელიც ჯგუფიდან გავიდა, 2016 წელს ისლანდია იყო.ამასთან, 10 ათასი სიმულაციის ჩატარების შემდეგ 24 გუნდიდან თითოეულმა ერთხელ მაინც შეძლო ევრო 2024-ის მოგება, წერს Opta.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს.საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის გუნდებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/18/270737378_431:203:1872:1283_1920x0_80_0_0_9106166c9302f867af270ff0e519b40f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველო ევრო-2024-ზე: ხელოვნურმა ინტელექტმა ნაკრების გამარჯვების შანსები გამოთვალა
საქართველოს ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ალბანეთს, ნათქვამია პროგნოზში
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევრო-2024-ის მონაწილეთა შანსები ტურნირის მოგებაზე გამოთვალა - საქართველო საჩემპიონო რბოლის აუტსაიდერია.
ხელოვნური ინტელექტის გათვლებით, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შანსები 0,1%-ს შეადგენს. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დასახელდა ინგლისის ნაკრები – 19,9 პროცენტი, ბევრით არ ჩამორჩება ინგლისს საფრანგეთის ნაკრები – 19,1%.
„საქართველოს ჩემპიონობაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს – 0,1 პროცენტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვილი სანიოლის გუნდს არ შეუძლია, ფურორი მოახდინოს: საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს, გავიდეს ჯგუფიდან, ვიდრე ალბანეთის ნაკრებს – 37,2 პროცენტი (22,4%-თან შედარებით)“, - წერს Opta.
ავტორებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების რიგებში ყოფნაზე, რაც ჯგუფიდან გასვლის შანსებზე დადებითად აისახება.
გამარჯვების პრეტენდენტებად ასევე ითვლებიან ტურნირის მასპინძელი ქვეყანა გერმანია (12,4%), ესპანეთი (9,6%) და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია (9,2%)
დანარჩენ გუნდებს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონატის მოგების მწირი შანსები დაუტოვა. რაც შეეხება F ჯგუფში საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეებს, თურქეთს 1,5% აქვს, ჩეხეთს კი 0,7%.
ბოლო გუნდი-დებიუტანტი ევროზე, რომელიც ჯგუფიდან გავიდა, 2016 წელს ისლანდია იყო.
ამასთან, 10 ათასი სიმულაციის ჩატარების შემდეგ 24 გუნდიდან თითოეულმა ერთხელ მაინც შეძლო ევრო 2024-ის მოგება, წერს Opta.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის გუნდებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს.