https://sputnik-georgia.com/20240607/kaxa-kalaze-amerikis-sanqciebze-288317288.html
ღიმილისმომგვრელია - კახა კალაძე ამერიკის სანქციებზე
ღიმილისმომგვრელია - კახა კალაძე ამერიკის სანქციებზე
Sputnik საქართველო
ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას და გავაძლიეროთ ქვეყანა, განაცხადა კალაძემ 07.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-07T18:37+0400
2024-06-07T18:37+0400
2024-06-07T18:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება არასერიოზულია და ღიმილისმომგვრელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნის ინტერესებს მშვიდობის შესანარჩუნებლად.„ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა - ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - განაცხადა კალაძემ.მან აღნიშნა, რომ საქართველო შემდგომშიც დაიცავს თავის ინტერესებს.„ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბოლომდე დავდგებით. უპირველესი ჩვენი ქვეყანაა. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, - განაცხადა კალაძემ.მან აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მომხრეა, მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობების შემთხვევაში.საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ოპოზიციის თანამებრძოლებითა და საზღვარგარეთ მყოფი პატრონებით, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნით საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.ამ ყველაფრის უკან, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დგას რაღაც „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს „კრიტიკული გავლენა“ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ
ღიმილისმომგვრელია - კახა კალაძე ამერიკის სანქციებზე
ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას და გავაძლიეროთ ქვეყანა, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება არასერიოზულია და ღიმილისმომგვრელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიოზული, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნის ინტერესებს მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა - ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო შემდგომშიც დაიცავს თავის ინტერესებს.
„ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბოლომდე დავდგებით. უპირველესი ჩვენი ქვეყანაა. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მომხრეა, მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობების შემთხვევაში.
„ამასთანავე, მზად ვართ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ოპოზიციის თანამებრძოლებითა და საზღვარგარეთ მყოფი პატრონებით, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნით საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
ამ ყველაფრის უკან, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, დგას რაღაც „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აქვს „კრიტიკული გავლენა“ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც წარმოადგენენ „გლობალური ომის პარტიას“. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.