დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი

© AP Photo / Lee Jin-manЛюди во время встречи первого восхода солнца Нового 2023 года в Сеуле
Люди во время встречи первого восхода солнца Нового 2023 года в Сеуле  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 7 ივნისია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ჯანსაღი კონსერვატიზმისა და ჩანაფიქრის მშვიდად რეალიზების დღეა. მოეირდეთ სპონტანურ მოქმედებებსა და კამათს. იმოქმედეთ ნელა და დაფიქრებით. სიყვარულში იდეალური დღეა მათთვის, ვინც დარწმუნებულია თავის გრძნობებში და არ ეშინია თქმის „მიყვარხარ“.
ვერძი: თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სიო დაუბერავს – გაიგებთ საინტერესო სიახლეებს, შეიტყობთ ახალი მოვლენების შესახებ ან დააწყობთ გეგმებს, რომლებიც ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ. მარტოხელებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთხ კედელშუა არ იქნებით გამოკეტილი და თამამად შეხვდებით სიახლეებს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კურო: ხართ გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული და საქმიანად განწყობილი. ნებისმიერ სფეროში დომინანტი პრაქტიკულობა და ამბიცია იქნება. ამ განწყობით შესანიშნავად გაუმკლავდებით ნებისმიერ საქმეს. ერთადერთი, რასაც დღეს უნდა მოერიდოთ, შემოქმედებაა, რადგან დღეს სასურველია, არ გაცდეთ ჩვეული საქმიანობის ფარგლებს, ხოლო ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა ან დაგაზიანებს, ან უკეთეს შემთხვევაში, არაფერს მოგიტანთ.
ტყუპი: ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ – არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. რას იზამთ, ასეთი დღეა – აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ მოერიდებიან თავიანთი უკმაყოფილების გამოთქმას, თქვენს გაკრიტიკებას, რამეზე გამოდევნებას. თუ არ გინდათ კამათი და ჩხუბი, საუკეთესო ტაქტიკაა დიპლომატიურობის გამოჩენა და სიტუაციისგან გარიდება.
კირჩხიბი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ სიტუაციის ბატონ–პატრონად იგრძნოთ თავი. ყველაფერს გააკონტროლებთ. ეს დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, მაგრამ ხართ მოუთმენელი და ხისტი; ასევე არ გსურთ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და თუ შეატყობთ, რომ თქვენს გეგმას რამე საფრთხე ემუქრება, კონფლიქტზეც კი წახვალთ. თუ არ გინდათ გარშემომყოფებთან ურთიერთობების გაფუჭება, უფრო მოქნილი უნდა იყოთ, მიზნების მისაღწევად ყოველთვის ყველა ხერხი არაა გამართლებული.
გული, სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შესაძლოა შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ. ეს გრძნობა გაგიჩნდებათ, როდესაც საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდებით ან გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, თუნდაც უბრალო ყოფით საკითხთან დაკავშირებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ან ნებისყოფით უნდა გაუმკლავდეთ ამეჭვებს, ან ყველა საკითხზე ირგვლივ მყოფებს დაეკითხოთ რჩევა. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ჯობს.
ქალწული: არ ღირს დღეს საკუთარი ინტუიციის ნდობა. სამწუხაროდ, მაღალია შანსი იმისა, რომ შინაგანი ხმა არასწორ გზას გიჩვენებდეთ და თუ მის კარნახს მიჰყვებით, მცდარ გზას დაადგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ენდოთ ინტუიციას, არ დაეყრდნოთ იღბალს. დღეს ლოგიკით, ზუსტი გათვლებით უნდა იხელმძღვანელოთ, უნდა ჩაწვდეთ იმის არსს, რასაც აკეთებთ და მხოლოდ ასე მიიღებთ საჭირო შედეგს.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ, გაეცალოთ ქაოსსა და ორომტრიალს და საკუთარ თავს მიხედოთ. საქმის კეთება მაინც არ გამოგივათ ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეწვიეთ სალონს, წადით ფიტნესზე, შოპინგზე. ეს ახალი შთაბეჭდილებებითა და პოზიტივით, ენერგიით აგავსებთ. ამ დღის მთავარი რჩევაა – დახარჯეთ საკუთარ თავზე ჩვეულებრივზე მეტი ფული, ეს ნამდვილად წაგადგებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
მორიელი: დღეს თქვენში საოცარი უნარი გააქტიურდება – შეგიძლიათ ნებისმიერი უთანხმოებისა და კონფლიქტის მოგვარება. ირგვლივ რომ საშინელი ჩხუბი ატყდეს, შეინარჩუნებთ ფხიზელ გონებას და დაპირისპირებულ მხარეებს შესაბამისი არგუმენტებით დააშოშმინებთ. გასაკვირი არცაა, რომ ირგვლივ მყოფებმა ხშირად მოგმართონ რჩევისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი, გამართეთ მოლაპარაკებები საქმეზე ან დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს გულწრფელად.
მშვილდოსანი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ორგანიზებულობა. დიდი ალბათობით, თქვენთვის უინტერესო საქმეებს სხვა, გაურკვეველი დროისთვის გადადებთ, თავად კი იმას გააკეთებთ, რაც გსურთ. თუ მაინც მოგიწევთ თქვენთვის არასასურველი რამის გაკეთება, უამრავი შეცდომის დაშვებაა მოსალოდნელი. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალია იმის გაკეთება, რაც გინდათ. კიდევ ერთი ვარიანტია – იპოვოთ რამე საინტერესო მარცვალი იმ საქმეში, რასაც იძულებით აკეთებთ.
თხის რქა: დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რამე სისტემის ნაწილი გახდეთ, მაგალითად, მოერგოთ სამუშაო გუნდს, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი, ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე... და არც ქორწინებაზე იტყვით უარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს მზად ხართ დაფიქრდეთ თქვენს ადგილზე ამ სამყაროში და დაიწყოთ მოქმედება. არ შეეწინააღმდეგოთ ამ მისწრაფებას, რადგან ამის წყალობით დროთა განმავლობაში სოციალურ ან კარიერულ წინსვლას მიაღწევთ.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: დღეს თქვენ წინაშე შეიძლება რთული ამოცანა დადგეს და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მას, ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ დღეს გახდეს საჭირო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რაღაც საკითხში ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. ამგვარად, თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი და მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან ამ არჩევნის შედეგი კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს.
თევზები: მოულოდნელი მოვლენები კალაპოტიდან ამოგაგდებთ და თუ ემოციებს აჰყვებით, მხოლოდ დაამძიმებთ ვითარებას. ბუზღუნითა და უკმაყოფილებით პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ, ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მოდუნება და ბედს მინდობა. თუ დინებას მიჰყვებით, უფრო მოიგებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს შეეწინააღმდეგებით და უბრალო რამეზე გაბრაზდებით.
ყველა ახალი ამბავი
0