https://sputnik-georgia.com/20240607/dasavluri-demokratiis-savi-dre-xundaze-ass-is-sanqciebze-288314463.html
დასავლური დემოკრატიის შავი დღე - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
დასავლური დემოკრატიის შავი დღე - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
Sputnik საქართველო
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის... 07.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-07T15:05+0400
2024-06-07T15:05+0400
2024-06-07T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091670_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2f65b7e1bdd2865ef17eaac0e6229c2b.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებით აშშ-მა უხეში შეცდომა დაუშვეს - ეს არის რეგრესი და დასავლური დემოკრატიის შავი დღე, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.დეპუტატის თვალსაზრისით, როდესაც აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ნივთის დაზიანებისთვის ცეცხლის წაკიდების გზით ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შეწყალებულია იმისათვის, რომ ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა, ხოლო როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა.„ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი და წინაპირობა იმის, თბილისში მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები“, - აღნიშნა ხუნდაძემ.ამიტომ ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, აღნიშნა დეპუტატმა.დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091670_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_978e1dd8d0c743ef27e9873a4ad6f65c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , აშშ
დასავლური დემოკრატიის შავი დღე - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებით აშშ-მა უხეში შეცდომა დაუშვეს - ეს არის რეგრესი და დასავლური დემოკრატიის შავი დღე, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის თვალსაზრისით, როდესაც აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ნივთის დაზიანებისთვის ცეცხლის წაკიდების გზით ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შეწყალებულია იმისათვის, რომ ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა, ხოლო როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა.
„ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი და წინაპირობა იმის, თბილისში მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
ამიტომ ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, აღნიშნა დეპუტატმა.
დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.