„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია

© photo: Sputnik / Stringerსაბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
გამოწერა
დღეს გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა მდინარე დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეაჩერა.
აღნიშნული დეტექტორი კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს.
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში
უწყების ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.
„საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტ „დარიალიდან“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0