თბილისის მეტრომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა

© photo: Sputnik / Stringerმეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
 - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
გამოწერა
მგზავრებმა მეტროსადგურ „წერეთლამდე“ გვირაბში ფეხით იარეს
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა აღდგა, განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მეტროს მთელი ხაზი ტექნიკური გაუმართაობის გამო იყო გაჩერებული.
ერთ-ერთი მატარებელი გვირაბში გაჩერდა და მგზავრებს ვაგონებიდან ჩამოსვლა და ამ გვირაბით უახლოეს მეტროსადგურ „წერეთლამდე“ ფეხით წასვლა მოუწიათ.
„თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია მგზავრების მიერ გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს.
ყველა ახალი ამბავი
0