საქართველოში 2025 წლიდან სატვირთოებისა და ავტობუსების იმპორტზე შეზღუდვა ამოქმედდება

© AFP 2024 / SAMEER AL-DOUMYსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
გამოწერა
იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით წესდება.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების იმპორტი აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალება იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.
ამასთან, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ბენზინისა და დიზელის იმპორტისთვის დამკვიდრებულია ევრო-5 სტანდარტი.
გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების 80% 2014 წლამდე წარმოებული მანქანებია.
ყველა ახალი ამბავი
0