რვა ბიზნესმენს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2024
გამოწერა
ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 700 ათას ლარზე მეთ თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. რვა ბიზნესმენის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში ბრალდებულებმა თავიანთი კომპანიების სახელით შემოსავლების სამსახურში დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები წარადგინეს, სადაც რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებით ფიქტიური მონაცემები იყო შეტანილი.
ამით მათ კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რის შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704.714 ლარს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული პირების მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0