https://sputnik-georgia.com/20240606/ramdeni-avtomobilis-mflobeli-dajarimda-gamonabolqvit-haeris-dabinzurebistvis-288302153.html
რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის
რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი რუსთავში, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T18:28+0400
2024-06-06T18:28+0400
2024-06-06T18:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/87/247548756_570:265:2786:1511_1920x0_80_0_0_0f6023c000dcca724ade4d8ae8e3b904.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, საქართველოში 4 ივნისის მდგომარეობით, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 - ფიზიკური პირია, ხოლო 732 - იურიდიული პირი.უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 - მიკროავტობუსის, 245 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/87/247548756_208:0:2793:1939_1920x0_80_0_0_0c1ef4c95e00620b06aedbd81fbfd0f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის
ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი რუსთავში, აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, საქართველოში 4 ივნისის მდგომარეობით, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 2742 დარღვევა - დაფიქსირდა თბილისში, 1147 - ქუთაისში, 982 - ბათუმში, 867 კი ქალაქ რუსთავში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 - ფიზიკური პირია, ხოლო 732 - იურიდიული პირი.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 - მიკროავტობუსის, 245 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.