https://sputnik-georgia.com/20240606/kalaze-saqartvelosi-revolucia-da-maidani-ar-moxdeba-288302354.html
კალაძე: საქართველოში რევოლუცია და „მაიდანი“ არ მოხდება
კალაძე: საქართველოში რევოლუცია და „მაიდანი“ არ მოხდება
Sputnik საქართველო
საქართველო არ იქნება გამოყენებული ვიღაცის ინტერესების გამო, განაცხადა კალაძემ 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T19:15+0400
2024-06-06T19:15+0400
2024-06-06T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_0:117:2048:1270_1920x0_80_0_0_fad86589389d6efdf9a75df602c8eacb.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს უკრაინული „მაიდანის“ მსგავსი პროცესებისა და მოვლენების განვითარებას და ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის განცხადებას.როგორც რუხაძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა, კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება დარჩეს ხელისუფლებაში მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ „მაიდანი“ აუცილებლად მოხდება. „გააყალბებთ არჩევნებს? მოხდება მაიდანი თბილისის ცენტრალურ მოედანზე“, – განაცხადა რუხაძემ.საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რაც, კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების.„ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გამო. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება და ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კალაძემ.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იგივე ვიზუალური მეთოდები გამოიყენეს, როგორც უკრაინაში „მაიდანზე“. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა „მაიდანიზაციის“ ხელშემწყობად შეაფასა.ირაკლი კობახიძე: „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში>>2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის მთავარი მოედანი მას შემდეგ დაიკავეს, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.2014 წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მის პოლიტიკურ ოპონენტ იანუკოვიჩს და შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმს „ბერკუტს" დააკისრა.რაც შეეხება ქართულ პროტესტს, თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.მაისის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტთან მიტინგებზე პროვოკაციების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, რომლის მიზანიც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_653:161:2048:1207_1920x0_80_0_0_60f2336b148c492689fa516b708fcbdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძე: საქართველოში რევოლუცია და „მაიდანი“ არ მოხდება
საქართველო არ იქნება გამოყენებული ვიღაცის ინტერესების გამო, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს უკრაინული „მაიდანის“ მსგავსი პროცესებისა და მოვლენების განვითარებას და ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა ის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის განცხადებას.
როგორც რუხაძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა, კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება დარჩეს ხელისუფლებაში მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ „მაიდანი“ აუცილებლად მოხდება. „გააყალბებთ არჩევნებს? მოხდება მაიდანი თბილისის ცენტრალურ მოედანზე“, – განაცხადა რუხაძემ.
„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ - ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რაც, კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების.
„ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გამო. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება და ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კალაძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იგივე ვიზუალური მეთოდები გამოიყენეს, როგორც უკრაინაში „მაიდანზე“. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა „მაიდანიზაციის“ ხელშემწყობად შეაფასა.
2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის მთავარი მოედანი მას შემდეგ დაიკავეს, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მის პოლიტიკურ ოპონენტ იანუკოვიჩს და შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმს „ბერკუტს" დააკისრა.
რაც შეეხება ქართულ პროტესტს, თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
მაისის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტთან მიტინგებზე პროვოკაციების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, რომლის მიზანიც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებენ.