https://sputnik-georgia.com/20240606/darialis-sasazrvro-punqtidan-evakuacia-ganxorcielda-288289960.html
„დარიალის“ სასაზღვრო პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა
„დარიალის“ სასაზღვრო პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და გამშვებ პუნქტზე დასაქმებული... 06.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-06T11:18+0400
2024-06-06T11:18+0400
2024-06-06T17:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23079/72/230797214_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_6e244a708fe6c5832e9a3d4b96809cde.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და გამშვებ პუნქტზე დასაქმებული ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე სასიგნალო შეტყობინება შევიდა.ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.დევდორაკი — დაკიდული ტიპის სამი მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის ყაბახის სათავეში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23079/72/230797214_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_c93343e0c2ed67f9b126e5d1ec14b157.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და გამშვებ პუნქტზე დასაქმებული ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე სასიგნალო შეტყობინება შევიდა.
„შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.
ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.
დევდორაკი — დაკიდული ტიპის სამი მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის ყაბახის სათავეში.