https://sputnik-georgia.com/20240605/xvichia-xelisupleba-da-nacmozraoba-sanqciebze-ocneboben-288285796.html
ხვიჩია: ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა" სანქციებზე ოცნებობენ
ხვიჩია: ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა" სანქციებზე ოცნებობენ
Sputnik საქართველო
დეპუტატისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილი არ გქონდეს და „ოცნებობდე სანქციებზე". 05.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-05T23:29+0400
2024-06-05T23:29+0400
2024-06-05T23:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283259_0:133:987:688_1920x0_80_0_0_ca927dbdf0fcb7683df99ddc2f912a54.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ორივე მათგანი სანქციებზე ოცნებობს, განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აშშ-ის კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტარისას.აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, ასევე ე.წ. მოწმეები საქართველოდან - ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში ნატალია საბანაძე. სხდომაზე გაისმა მოწოდებები მმართველი გუნდის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილი არ გქონდეს და „ოცნებობდე სანქციებზე".„ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი", - განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ადანაშაულებს იმაში, რომ აშშ-ს სთხოვენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ რეალურად ხელისუფლება თავად ილტვის ამისკენ.სხდომაზე საბანაძემ და ჩხიკვაძემ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის აუცილებელი ცხრა პუნქტის შესასრულებლად. მათ აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდეს მმართველი ხელისუფლების წევრებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო და ფნანსური შეზღუდვები დააწესონ..კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. მისი თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს საქართველოში.აღნიშნულ განცხადებას, ხვიჩიას აზრით, შეიძლება ჰქონდეს მეგობრული ხასიათი.„გააჩნია კონტექსტს. შეიძლება ადამიანი შენზე ზრუნავდეს და გეუბნებოდეს, რომ არ მიიყვანო საქმე რევოლუციამდე, რევოლუციურ ვითარებამდე. საზოგადოებას როცა ერთი რაღაც უნდა და მისი ხელისუფლება ლეგიტიმაციის გარეშე მეორეს აკეთებს, ამას მიჰყავხარ რევოლუციურ ვითარებამდე, მეგობარი გაფრთხილებს და გეუბნება, რომ ასე არ მოიქცე", - განაცხადა ხვიჩიამ.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283259_0:40:987:780_1920x0_80_0_0_fea9977ac087583140660614bd3dfd03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ხვიჩია: ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა" სანქციებზე ოცნებობენ
დეპუტატისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილი არ გქონდეს და „ოცნებობდე სანქციებზე".
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ორივე მათგანი სანქციებზე ოცნებობს, განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აშშ-ის კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტარისას.
აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილებოდა, საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, ასევე ე.წ. მოწმეები საქართველოდან - ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში ნატალია საბანაძე. სხდომაზე გაისმა მოწოდებები მმართველი გუნდის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„საქართველომ დიდი ხანია მოახერხა ყველაფრის „ქოც-ნაცურ" დაპირისპირებად ქცევა... კონგრესში გამოსვლა „ქოც-ნაცური" დაპირისპირების ნაწილია. ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს", -განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილი არ გქონდეს და „ოცნებობდე სანქციებზე".
„ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი", - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ადანაშაულებს იმაში, რომ აშშ-ს სთხოვენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ რეალურად ხელისუფლება თავად ილტვის ამისკენ.
სხდომაზე საბანაძემ და ჩხიკვაძემ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის აუცილებელი ცხრა პუნქტის შესასრულებლად. მათ აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდეს მმართველი ხელისუფლების წევრებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო და ფნანსური შეზღუდვები დააწესონ..
კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. მისი თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, შეიძლება კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს საქართველოში.
აღნიშნულ განცხადებას, ხვიჩიას აზრით, შეიძლება ჰქონდეს მეგობრული ხასიათი.
„გააჩნია კონტექსტს. შეიძლება ადამიანი შენზე ზრუნავდეს და გეუბნებოდეს, რომ არ მიიყვანო საქმე რევოლუციამდე, რევოლუციურ ვითარებამდე. საზოგადოებას როცა ერთი რაღაც უნდა და მისი ხელისუფლება ლეგიტიმაციის გარეშე მეორეს აკეთებს, ამას მიჰყავხარ რევოლუციურ ვითარებამდე, მეგობარი გაფრთხილებს და გეუბნება, რომ ასე არ მოიქცე", - განაცხადა ხვიჩიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.