https://sputnik-georgia.com/20240605/tamarashvilid-da-amirejibis-kvetaze-satransporto-kvanzi-moewyoba-288277308.html
თამარაშვილის გამზირის და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
თამარაშვილის გამზირის და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას 05.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-05T18:11+0400
2024-06-05T18:11+0400
2024-06-05T18:11+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.პროექტის ფარგლებში აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას, განაცხადა კალაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თამარაშვილის გამზირის და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
კალაძის თქმით, ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ მიზნით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას, განაცხადა კალაძემ.