მშობლების საყურადღებოდ! თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს 10:00 საათზე დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე kids.org.ge. რეგისტრაცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომელიც 18 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.
წელს 50 საბავშვო ბაღში 3,1ათასამდე თანამშრომელი იმუშავებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაქცხოვრებელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. დედაქალაქში საზაფხულო ბაღების მუშაობა 2020 წელს შეჩედა კორონავირუსის პანდემიის გამო და მას შემდეგ აღარ განახლებულა.
ყველა ახალი ამბავი
0