საქართველოს 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

© Government of Georgiaმესხის სტადიონი
მესხის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს.
სომხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და სიმბოლურად მაისურები გაცვალეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია – ამის შესახებ მალე ოფიციალურ განაცხადს გავაკეთებთ. ჩვენ, ორივეს, ასეთი ტურნირების ჩატარების გამოცდილება გვაქვს და ეს ჩვენს ქვეყნებს ფეხბურთის განვითარებაში დაეხმარება“, – განაცხადა კობიაშვილმა.
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს „ბათუმი არენამ" უმასპინძლა.
ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია. 2025 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასს ჩილე უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0