პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იხსნება

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა წელს, რომელიც 5-დან 8 ივნისამდე გაიმართება, იქნება „მრავალპოლარობის საფუძველი – ზრდის ახალი ცენტრების ფორმირება“, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ფორუმის მთავარი მისიაა ძალთა გლობალური ბალანსის შენარჩუნება და მრავალპოლარული საერთაშორისო სისტემის აგება.
ღონისძიების ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვედრებს გამართავს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან.
ფორუმის მონაწილეები ასევე განიხილავენ რუსეთის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და მისი ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს. კერძოდ, 6 ივნისს გაიმართება სხდომა „საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება: სამართლიანობა, ბალანსი, სტაბილურობა“. მოსალოდნელია, რომ სხდომაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი დანიილ ეგოროვი, სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი მაკაროვი, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ისაუბრებენ.
ღონისძიების პლატფორმაზე ასევე ჩატარდება ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი, მცირე და საშუალო ბიზნესფორუმს, კრეატიული ბიზნესფორუმი, ბიზნესდიალოგები დსთ-ის ქვეყნების, არაბულიქვეყნების, ლათინურიამერიკის, ინდოეთისა და ჩინეთისწარმომადგენლებისმონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0