მიმოხილვა: რუსული დრონები „დეპეშა“, „ბაგი“, „იმპულსი“

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
შეიარაღების რობოტიზირებული კომპლექსები და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტები, რომელსაც შეუძლიათ საბრძოლო პირობებში დამოუკიდებლად მოქმედება, სულ უგრო აქტიურად გამოიყენება - ჰაერშიც, ზღვაშიც, ხმელეთზეც და წარმოადგენს რუსეთის შეიარაღბული ძალების დღევანდელ დღეს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ლიდერობენ მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
უკრაინაში სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ მნიშვნელოვნად დააჩქარა რუსული სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების, საზღვაო დრონების, მიწისზედა მრავალმიზნობრივი უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავება და სერიული წარმოება.
ერთდროულად სამი უახლესი მიწისზედა მრავალფუნქციური რობოტიზირებული კომპლექსი - „დეპეშა“, „ბაგი“, „იმპულსი-М“ წარმატებით გადის წრთვნებს პოლიგონებზე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. „ჭკვიანი“ მანქანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დანიშნულებით, მართვის პრინციპებით, თუმცა, ბრძოლის ველზე ავლენელ ერთნაირ (მაღალ) ეფექტიანობას. ძალიან მალე რუსული ჯარები ამ სისტემების დიდ პარტიებს მიიღებენ.
სადაზვერვო, დარტყმითი რობოტების გამოყენება გადაარჩენს უამრავ სამხედროს დაღუპვისაგან და ქვედანაყოფებს მაღალ ბრძოლისუნარიანობას შეუნარჩუნებს... ამის ნიშნები უკრაინულ ფრონტზე უკვა აშკარაა...
არც ისე დიდი ხნის წინ, რობოტოტექნიკის სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ საბრძოლო მოქმედებებისას მიზნების ზუსტი გამოცნობა და საცეცხლე განადგურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება, ენდოს მხოლოდ ადამიანს, ოპერატორს. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, რუსეთის არმიის რობოტიზირებული სისტემები სულ უფრო აქტიურად ზრდიან ტექნიკური საშუალებების მიერ გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობის ხარისხს. მიზნების დამოუკიდებლად გამოვლენა და განადგურება მიწისზედა სამრძოლო რობოტებით, თანდათან ნორმად იქცევა და მოწინააღმდეგეზე აბსოლუტური ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია მაღალი ტექნიკური მაჩვნებლები ასეთი უახლესი საშუალებებისა, როგორიცაა საბრძოლო რობოტი „სორატნიკი“, რობოტიზირებული კომპლექსი „სტალკერი“ „ურანი“... და ეს არასრული ჩამონათვალია... მრავალფუნქციური რობოტების ქვედანაყოფები რუსულ ჯარებს 2025 წლისათვის მიეწოდებათ.
რობოტოტექნიკური კომპლექსების განვითარებისა და საბრძოლო გამოყენების კონცეფციის თანახმად, 2025 წლისათვის, რობოტების წილი რუსეთის არმიის შეიარაღების სტრუქტურაში 30 პროცენტს მიაღწევს. ამ სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი იმოქმედებს ავტონომიურ რეჟიმში, ხელოვნური ინტელექტის მართვის ქვეშ.
რუსეთის პროგრამისტებს, კონსტრუქტორებსა და ინჟინრებს ცოტაღა დარჩათ რობორების სრულ ავტონომიზაციამდე ყველა ეტაპზე - ბრძოლის ველიდან ინფორმაციის მიღებიდან იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილებამდე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0