რატომ შეუჩერდა ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში? სპიკერის პასუხი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონები
მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით სამ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებს ინტერვიუს აღების წესის დარღვევის გამო პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოთხშაბათს, 5 ივნისს, ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ საკანონმდებლო ორგანოში მათი ჟურნალისტებისთვის - ნინი ბალანჩივაძე, სოფო გოზალიშვილი, ნატა ქაჯაია - აკრედიტაციის შეჩერების შესახებ განაცხადეს.
„ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს... ყოველი დარღვევის შემთხვევაში აპარატი ეცნობა დეტალებს, მტკიცებულებებს, ფაქტებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით არსებობდა მტკიცებულებები, მათ შორის, კადრები თქვენს ეთერშიც გავიდა, სადაც ნაჩვენებია, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრის მოწოდებისა, შეწყვიტოს ინტერვიუ, ერთ-ერთი ჟურნალისტი დაედევნა მას და არ შეუწყვეტია ინტერვიუ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის მოთხოვნით შეუჩერდა. „ტვ პირველის" ჟურნალისტს კი აკრედიტაცია პარტია „ხალხის ძალის" წევრის სოზარ სუბარის მოთხოვნით შეუჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0