https://sputnik-georgia.com/20240605/ertiani-erovnuli-gamocdebi-3-ivliss-daiwyeba-288278746.html
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი
Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 05.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-05T19:48+0400
2024-06-05T19:48+0400
2024-06-05T19:48+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23146/86/231468601_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_1d213d11bfeba124988c6895e1d56d4c.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 2024 წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.გამოცდების დეტალური განრიგი:ქართული ენა და ლიტერატურა3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)4 ივლისი (პირველი და მეორე სესია)5 ივლისი (პირველი სესია)3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენაუცხო ენა8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენაზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)11 ივლისი (მეორე სესია)ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)11 ივლისი (მეორე სესია)მათემატიკა12 ივლისი (პირველი სესია)ისტორია15 ივლისი (პირველი სესია)16 ივლისი (პირველი სესია)ქიმია16ივლისი (მეორე სესია) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება18 ივლისი (პირველი სესია)ბიოლოგია19 ივლისი (მეორე სესია)სამოქალაქო განათლება23 ივლისი (მეორე სესია)გეოგრაფია24 ივლისი (პირველი სესია)ლიტერატურა25 ივლისი (პირველი სესია)ფიზიკა26 ივლისი (пპირველი სესია)სტუდენტთა საგრანტო კონკურსი5 ივლისი (მეორე სესია).ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე 10 ათასზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 18,9 ათასზე მეტი აპლიკანტი.გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს. გამოცდის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. 20 ივნისის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იგი საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდოს.ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23146/86/231468601_100:0:1700:1200_1920x0_80_0_0_221908d52e299f6730453de33ea896ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
2024 წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
გამოცდების დეტალური განრიგი:
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა
4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
12 ივლისი (პირველი სესია)
15 ივლისი (პირველი სესია)
16 ივლისი (პირველი სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
18 ივლისი (პირველი სესია)
24 ივლისი (პირველი სესია)
25 ივლისი (პირველი სესია)
26 ივლისი (пპირველი სესია)
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე 10 ათასზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 18,9 ათასზე მეტი აპლიკანტი.
გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
გამოცდის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. 20 ივნისის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იგი საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდოს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.