საკულტო ნაგებობები საქართველოში - პაპუაშვილმა ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა

© Сourtesy of Georgian Governmentწიგნის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ პრეზენტაცია
წიგნის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“  პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2024
გამოწერა
ფოტოალბომი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებიდან 10 წელს მიეძღვნა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. წიგნი „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ ქართველი ხალხის დიდი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოცემის პრეზენტაციაზე.
ფოტოალბომის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპკორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
„ეს წიგნი არის ჩვენი ხალხის ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მე სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან მე წარმოვადგენ ხალხს, რომლის მიდგომაც სამყაროსადმი არის აგებული ტოლერანტობაზე და პატივისცემაზე სხვა ადამიანების კულტურის, რწმენისა და განსხვავებების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, აღნიშნული წიგნი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციისა და მშრალი ფაქტების არქივი, ის მკითხველისთვის განძია.
„ეს ალბომი არის შეხსენება იმისა, რაც გვაერთიანებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი ძალა, რომ საქართველოს ჭეშმარიტი არსი ურთიერთპატივისცემაშია, რომ საკუთარი რწმენის სიყვარული არ აკნინებს სხვების პატივისცემას და მიუხედავად განსხვავებებისა, მას უფრო მისაღებს ხდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო წიგნის შექმნასა და გამოცემაში.
ფოტოალბომი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებიდან 10 წელს მიეძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0