მოსაზრება: ვოლჩანსკი უკრაინული არმიის განადგურების კონვეირია

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2024
გამოწერა
უკრაინული არმიის გენშტაბი იმდენად ინტენსიურად ანადგურებს რეზერვებს მდინარე ვოლჩის ნაპირთან, რომ რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ვოლჩანსკის გათავისუფლების შემდეგ, ხარკოვის დასაცავად ძალა აღატ რჩება.
რუსეთის ჯარები გეგმაზომიერად, მეთოდურად და ეფექტიანად ანადგურებენ უკრაინულ პოლკებსა და ბრიგადებს ხარკოვის ოლქში, სადაც მაისის თვის დასაწყისიდან განთავისუფლებულია 13 დასახლებული პუნქტი და 300 კვ კმ ტერიტორია.
გრძელდება ურკაინული პოზიციების წმენდა ვოლჩანსკის ცენტრალურ ნაწილში. აქ განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებენ რუსი არტილერისტები, სისტემები „სოლნცეპიოკი“ და „ისკანდერი“, მფრინავები. ზოგადად, ხარკოვის მიმართულებაზე მაისის განმავლობაში, უკრაინულმა არმიამ იმდენივე ქვეითი და საბრძოლო ტექნიკა დაკარგა, რამდენიც 224 დღეში ბაჰმუტის განთავისუფლებისას.
რუსული ჯარების დაჯგუფებები „სევერი“ და „ზაპადი“ მოძრაობას განაგრძობენ მოწინააღმდეგის დაცვის სიღრმეში და ანადგურებენ დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალ ძალას დასახლებულ პუნქტებთან ნესკუჩნოე, გრანოვი, კონსტანტინოვკა, ზაგორუკოვკა (ხარკოვის ოლქი) და სტელმახოვკა (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა). გასული დღე-ღამის განმავლობაში მოგერიებულია ხუთი კონტრშეტევა სოფელ ლიპცის მახლობლად და ქალაქ ვოლჩანსკში.
რუსეთის ოპერატიულ-ტექნიკურმა ავიაციამ, უპილოტო საფრენმა აპარატებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ ერთ დღეში გაანადგურეს მოწინააღმდეგის დანაყოფები და საბრძოლო ტექნიკა 118 რაიონში, ოდესის პორტის ობიექტის ჩათვლით.
ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft იუწყება, რომ უკრაინაში კონფლიქტი „აშშ-ს სამხედრო მანქანისათვის კატასტროფად იქცა“. მან უმოწყალოდ გააშიშვლა ჩვენი თავდაცვის სისტემის სიღრმისეული ნაკლოვანებები“. მართლაც, ამეროკელების მიერ უკრაინაში გაგზავნილმა დრონებმა, ტანკებმა, მართვადმა საარტილერიო ჭურვებმა, ზე ზუსტმა რაკეტებმა, ბომბებმა მოლოდინები არ გაამართლეს, „თამაშის წესები“ ვერ შეცვალეს, მარცხი და ტექნოლოგიური „დამცირება“ განიცადეს.
მაგალითად, დრონი Switchblade, რომლის ღირებულებაც 60 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, დაჯავშნული სამიზნეების პირისპირ გამოუსადეგი აღმოჩნდა და უკრაინულმა ჯარებმა მათზე უარი განაცხადეს - ჩინური (ინტერნეტით შეძენილი) კომერციული მოდელების სასარგებლოდ, რომლის ღირებულებაცაა 700 დოლარი...
ამასთან, აშშ-ს უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ ვერ ან არ განჭვრიტა არც ერთი მსგავსი სამხედრო-ტექნიკური ჩავარდნა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ გათვლა ჰქონდა არა უკრაინული არმიის გამარჯვებაზე, არამედ პენსიაზე გასვლის შემდეგ შემოსავლიან ადგილებზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დირექტორთა საბჭოში. და დღეს უკრაინულ ფრონტზე პენტაგონს (ალიანსს) არანაირი სტრარეგია არ გააჩნია. გეგმა „ბ“ გათვალისწინებული არ არის. აშშ-ს და ნატოს კიევისათვის მხოლოდ დაპირებების მიცემა შეუძლიათ, რომ ომს ხანგრძლივად დაუჭერენ მხარს - უკანასკნელი უკრაინელი ჯარისკაცამდე.
პოლონური გამოცემა Do Rzeczyсухоწერს: „სიტუაცია დე-ფაქტო შიზოფრენულია“. ამერიკული ჟურნალი The American Conservative ასკვნის: „ უკრაინა სულ უფრო სუსტი ხდება“. რუსეთის სამხედრო წარმატებები ლექციემის თემად იქცა ნატოს ქვენების სამხედრო აკადემიებში.
კონფლიქტის კულმინაცია კი ახლოვდება...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0