როგორ ებრძვის საქართველო სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს - პრემიერის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringer„ყაზბეგის" საბაჟო
„ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2024
გამოწერა
სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წელს საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობებისას სანქცირებული ობიექტების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა/გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში მიღებული იქნა 1.898 საბაჟო გადაწყვეტილება საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტისა ან რეექსპორტის დროს 1,2 ათასზე მეტ შემთხვევაში განაცხადის შემტან სუბიექტს უარი ეთქვა, ნათქვამია პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოხსენებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ანგარიშის თანახმად, სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობებისას სანქცირებული ობიექტების - საქონელი, ფიზიკური პირები, გარიგებები - იდენტიფიცირების შემთხვევაში ასეთი ობიექტების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს.
სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფოების მიერ სანქცირებული საქონელი.
საუბარია რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით საქონლის ექსპორტზე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და გადაზიდვაზე, ამასთან აკრძალულია და კონტროლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სანქცირებული პირებისა და კომპანიების გადაადგილება.
ანგარიშის თანახმად, სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციას უწევს თავის ქმედებებს და ცვლის ინფორმაციას ევროკავშირისა და აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებთან.
გარდა ამისა, მკაცრად კონტროლდება ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი და ტრანზიტი.
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვები არ გაიცემა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით მონიტორინგდება 50 ჯგუფის მაღალი პრიორიტეტული საქონლის გადაადგილება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და განსაკუთრებულ ყურადღებას და ამ გადაადგილების სიხშირეს.
პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით, ხორციელდება 50 მაღალპრიორიტეტული, სენსიტიური საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება.
საბაჟო კონტროლის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი და საერთაშორისო აეროპორტები, ამ მიზნით, განხორციელდა როგორც პუნქტების დამატებითი აღჭურვა, ისე საკადრო რესურსის დამატება.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
ყველა ახალი ამბავი
0